ანონსები
24 აპრილს, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე: „ჟოზე სარამაგოს რომანი - იესოს სახარება“.
ლექციას წაიკითხავს მწერალი, რეჟისორი და მთარგმნელი ბ-ნ მიხეილ ანთაძე, რომელმაც თარგმნა ნობელის პრიზის ლაურეატი პორტუგალიელი მწერლის ჟოზე სარამაგოს რომანი „იესოს სახარება“. ლექციის ძირითადი თემა სწორედ ეს რომანია და ასევე მწერლის სხვა ნამუშევრები.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ანთაძე არის 1987 - მონტე-კარლოს საერთაშორისო ფესტივალის "მთვარის გლობუსი - ის" გრან-პრის მფლობელი.
თარიღი: 24.04.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 16:00 სთ